საქართველოსა და ნორვეგიას შორის მატჩი ფრედ დასრულდა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა „ბათუმის არენაზე“ ევრო 2024-ის პირველ მატჩში ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

დღევანდელ მატჩში პირველი გოლი მე-15 წუთზე ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელმა, ალეკსანდერ სიორლოტმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის მიერ გატანილი გოლით შეძლეს.

 

ფოტო: Setanta Sports

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები