„კვირას“ ინფორმაციით, ქობულეთში სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

„კვირას“ ინფორმაციით, ქობულეთში ძლიერი ქარის შედეგად ავტომობილს ხე დაეცა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

ძლიერი ქარის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა ბათუმში, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ცნობისთვის, ძლიერმა ქარმა აჭარის რეგიონში პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად წაქცეულია ხეები, დაზიანებულია მსუბუქი ავტომობილები და ინფრასტრუქტურა. ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა და ელექტროსადენები დააზიანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები