პარლამენტში პიროტექნიკის აკრძალვის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივა შევა

“ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი და პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი არმაზ ახვლედიანი “პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ” კანონპროექტს საქართველოს პარლამენტში დააინიცირებენ.

კანონპროექტი პიროტექნიკის შემოტანის, ფლობის, რეალიზაციის გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს.

გარდა F1 კატეგორიის პიროტექნიკისა, რომლის უსაფრთხოების მანძილია 1 მეტრი ან ნაკლები და მისი გამოყენება შეიძლება დახურულ სივრცეში, ხოლო სხვა კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად განსაკუთრებულ შემთხვევებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები