ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების დასახმარებლად, დიდი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
13 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ თაოსნობით, სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „რუსთავის“ მონაწილეობით – დიდი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათისაა და შესული თანხა სრულად მოხმარდება „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებს, მოზარდებს.