ქართული დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ წელს პირველად გამოაცხადა კონკურსი – „ქართული დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა“.
დღეს გამართულ ბრიფინგზე კონკურსის პირობებისა და ვადების შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა.
„კონკურსის ბიუჯეტია 68 000 ლარი. კონკურსის მიზანია ეროვნული დრამატურგიის პოპულარიზაცია; ქართველ დრამატურგთა მოტივაციის ზრდა და ახალი სახელების წარმოჩენა; ქართული თეატრის რეპერტუარში ეროვნული დრამატურგიის საფუძველზე დადგმული სპექტაკლების წილის ზრდა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პროფესიულ თეატრებს, განურჩევლად მათი სამართლებრივი სტატუსისა. საკონკურსოდ მიიღება პროექტები იმ სპექტაკლებისთვის საჭირო თანხის მოსაპოვებლად, რომლებიც დაიდგმება ქართველი ავტორების (ცოცხალი ან გარდაცვლილი) პიესების საფუძველზე, რაც არ ითვალისწინებს პროზაული/პოეტური ნაწარმოებების ინსცენირებას. თითოეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენა.
კონკურსში უპირატესობა შეიძლება მიენიჭოს პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული დრამატურგიის უცნობი ნიმუშებისა და დრამატურგთა ახალი სახელების წარმოჩენას.
განცხადებები მიიღება 2023 წლის 27 მარტიდან 2023 წლის 5 აპრილის 12:00 საათამდე ან ნაბეჭდი სახით სამინისტროში (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4), ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge. მსურველებს კონსულტაციების მიიღება შეუძლიათ სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვეობით. ტელ.: 032 202 2229 ან 599 25 21 88, სამუშაო საათებში.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 24 აპრილისა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/N4FESp5

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები