რატი იონათამიშვილი: ხაზარაძე ვალდებულია, სახელებითა და გვარებით დაასახელოს, ვინ მტრობს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას

“მამუკა ხაზარაძე ვალდებულია, პირდაპირ სახელებითა და გვარებით დაასახელოს, ვინ არის საქართველოს მოღალატე, ვინ მტრობს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ქვეყანას ზიანს აყენებს.

“რასაც ვხედავ, ეს ხალხია რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დღენიადაგ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დემოკრატიას და ჩვენს ქვეყანას. თავის დროზე ეს ხალხი ხელს უშლიდა, როგორც ასოცირების შეთანხმებას, ასევე უვიზო მიმოსვლას. ამის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძეს ეს არ ათავისუფლებს, რომ პირდაპირ გვარები დაასახელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მათი თანამზრახველი გახდება. ამ ადამიანებს არ უყვართ ქვეყანა და სამშობლო, მათ უნდათ პირადი კეთილდღეობა და ძალაუფლება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: “ვიღაცების პოზიციაა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იყოს მიღებული კანდიდატის სტატუსი, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები