ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში, სავარაუდოდ, წიწაკიანი სპრეი გამოიყენეს – 14 მოსწავლე კლინიკაშია გადაყვანილი

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, სავარაუდოდ, წიწაკიანი სპრეი გამოიყენეს, შედეგად – დაშავებულია 14 არასრულწლოვანი.

სკოლის მოსწავლეები, ცრემლდენით და თავბრუსხვევით, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

არასრულწლოვნების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მათ კლინიკიდან მალე გაწერენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები