კალიგრაფიის სკოლის დავით მაისურაძის საავტორო კურსის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
28 მარტს, 18:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია კალიგრაფიის სკოლის, დავით მაისურაძის საავტორო კურსის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დავით მაისურაძის ოთხთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების შემდეგ მოსწავლეებმა შექმნეს კურსის საბოლოო კალიგრაფიული ნამუშევრები და წარუდგენენ ფართო საზოგადოებას.
გამოფენა იმართება ერთი დღით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში და მონაწილეობენ:
რუსუდან ხორბალაძე, მზია გუნია, მარიამ კიკალიშვილი, ლელა შიუკაშვილი, რუსუდან მაისურაძე, მაია კბილცეცხლაშვილი, თეა გულუა, გაგი ნარტყოშვილი, ნინო ქვლივიძე, მარიამ რაზმაზიშვილი, ანტონ ფარესიშვილი, ანი ლომიძე, ნინო მჭედლიშვილი, ალექსანდრე ჩარკვიანი, ანა ლაშხი, ეკატერინე ნეფარიძე, ნინო ნანეიშვილი, ირაკლი კუბლაშვილი.