რევაზ სირაძის თხზულებათა ოთხი ტომის წარდგენა გაიმართება

30 მარტს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და ,,ილიას ფონდის’’ ორგანიზებით, გაიმართება ცნობილი ქართველი ფილოლოგისა და ლიტერატურათმცოდნის, რევაზ სირაძის თხზულებათა ოთხი ტომის პრეზენტაცია (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი: ანდრო ბედუკაძე).
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ თსუ ბიბლიოთეკაში დაცული რევაზ სირაძის სადოქტორო დისერტაცია და სხვადასხვა წელს გამოცემული ნაშრომები.
რევაზ სირაძემ 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1962-1966 წლებში იყო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასისტენტი. 1968-1978 წლებში დოცენტი; 1978 წლიდან – პროფესორი.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის Iკორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის 107-ე აუდიტორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები