მსოფლიო ბანკმა ორი ახალი პროექტი დაამტკიცა საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს საქართველოსთვის ორი ახალი პროექტიდაამტკიცა –  მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი (GRAIL Project)75 მლნ. აშშ დოლარის მოცულობი და მწვანე და მდგრადი განვითარების  პოლიტიკის ღონისძიებათა პაკეტის პირველი პროექტი(DPO) 50 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით. ორივე პროგრამა ხელს შეუწყობს რეფორმებს, რომლებიც წვლილს შეიტანენ საქართველოს მწვანე და მდგრად განვითარებაში.

საქართველო, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზემოქმედებას განიცდის დააქვს შერბილების და ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელებისშესაძლებლობა, განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა. მოხარულნი ვართ, რომ ორივე ახალი პროექტი ფოკუსირებული იქნებაკლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ამ პროექტების მეშვეობით ჩვენ ასევე ხელს შევუწყობთ სტრუქტურული რეფორმების მხრივ ბოლო ეტაპის ნაბიჯებისგადადგმას, რაც საქართველოს დაეხმარებასაშუალო შემოსავლის „ხაფანგის“ დაძლევასა და სახელმწიფო სტრუქტურების ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობის იღწევაში.

საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი(GRAIL Project) მეშვეობით გაუმჯობესდებასარწყავ და სადრენაჟე სერვისებთან წვდომა,რაც ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო წარმოებაშეუწყობს ხელს. ამასთან ერთად, პროექტისმიზანია ეროვნული ირიგაციის  და მიწის მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობებისგაძლიერება კლიმატის ცვლილებისადმიმედეგი დაგეგმვის განსახორციელებლად. ფერმერები და სასოფლო-სამეურნეო საწარმოები აღნიშნული პროექტის ძირითადი ბენეფიციარები იქნებიან. გარდა ამისა,სარგებელს მიიღებს სოფლის მოსახლეობაც,როგორც მიწის ადმინისტრირების უწყებებისმხრიდან გაუმჯობესებული სერვისები, ასევესოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ღონისძიებების გატარებით.აღნიშნული ღონისძიებები გაზრდის ფერმერების შემოსავალს და აამაღლებს მათ მდგრადობას ლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების მიმართ.

ნიშვნელოვანია, რო მსოფლიო ბანკთან მტკიცე და წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად,მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი დამტკიცდა. პროექტი მიმართული იქნება კლიმატთან დაკავშირებულ გამოწვევების დაძლევაზე და ხელს შეუწყობს ეროვნული ირიგაციის და მიწის მართვის სისტემების შესაძლებლობების განვითარებას, რითაც ის მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ფერმერებს. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის ხედვის განხორციელებას  მიწის სექტორის განვითარების მხრივ, რაც ასახულია 20212024 წლის სამთავრობო პროგრამაში „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, რომელიც მიწის რეფორმას ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად მიიჩნევს,აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის ღონისძიებათა პროექტი (DPO) შემუშავდა ქვეყნის მწვანე ეკონომიკური საქმიანობის მხარდასაჭერად, ფისკალური რისკების შესამცირებლად და ინსტიტუციური შესაძლებლობების გასავითარებლად ქვეყანაში მიწასთან, წყალმომარაგებასთან და ფინანსურ სერვისებთან უკეთესი წვდომის უზრუნველსაყოფად. ეს არის პირველი ღონისძიება ბიუჯეტის მხარდაჭერის ორი ღონისძიებიდან, რომელიც საქართველოს მთავრობას დაეხმარება კომპლექსური და ურთიერთდაკავშირებული გამოწვევების, მათ შორის, ეკონომიკური, კლიმატური და სტრუქტურული პრობლემების  დაძლევაში. აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს შემდეგი დოკუმენტების მიღებას და შესრულებას: (i) ახალი კანონი სამრეწველო ემისიების შესახებ; (ii) გენდერული ასპექტებისადა კლიმატის ცვლილების გათვალისწინებსახელმწიფო ბიუჯეტ; (iii) ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია; (iv) განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა; და (v) რეგლამენტი საქართველოს ტყის კოდექსის განსახორციელებლად. ფისკალური რისკების შემცირების მიზნით, პროექტი ხელს შეუწყობს სახელმწიფო საწარმოების, ისევე როგორც კატასტროფების რისკის მართვის დაფინანსების გაუმჯობესებას.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას საქართველოსთვის ყველა საკვანძო დარგში. ჩვენი თანამშრომლობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში განვითარების პოლიტიკის ეს ღონისძიება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მოიცავს რეფორმების დღის წესრიგპრიორიტეტულ მიმართულებებ და განამტკიცებს კლიმატის ცვლილების მიმართ საპასუხო ღონისძიებებ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. ასევე გვჯერა, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს ვიხილავთ მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის დახმარებით. მსურს, მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და იმედი მაქვს, რომ ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება,“ – განაცხადასაქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.  

ორივე დამტკიცებული პროექტი ხელს შეუწყობს ახალი კანონის მიღებას სივრცითი მონაცემების ეროვნული ინფრასტრუქტურის შესახებ, სარწყავი წყლის ახალი სატარიფო სისტემის განსაზღვრის მეთოდოლოგიის დანერგვას და მარეგულირებელ ცვლილებებს ელექტრონული ანგარიშსწორების წასახალისებლად, რაცეროვნულ რეგულაციებს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები