მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: სამწუხაროდ, მათი მხრიდან ქვეყნის გაშავების მცდელობა არ გვიკვირს, იქნება ეს ბრიუსელში თუ ვაშინგტონში

“ოპოზიციის ერთადერთი შანსია, წინასაახალწლოდ წერილი თოვლის ბაბუას გაუგზავნონ, რათა საჩუქრები მაინც მიიღონ, რადგან ხელისუფლებაში ვერ მოვლენ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ, მათი მხრიდან ქვეყნის გაშავების მცდელობა არ გვიკვირს, იქნება ეს ბრიუსელში თუ ვაშინგტონში. ეს ხალხი პირდაპირ ქვეყანას მტრობს და სამწუხაროდ, არც მალავენ. მათი სურვილი, რომ იქნებ, როგორმე, ხელისუფლებაში მოიყვანონ, ამის ერთადერთი შანსია, წინასაახალწლოდ წერილი თოვლის ბაბუას გაუგზავნონ, რათა საჩუქრები მაინც მიიღონ, რადგან ხელისუფლებაში ვერ მოვლენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები