„დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“ – კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოავლინეს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის – „დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“ – ხუთი გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი კონკურსის ბიუჯეტი იყო 100 000 ლარი. „საკონკურსოდ სამინისტროში შემოვიდა 21 განაცხადი.
დაფინანსდა დოკუმენტური ფილმების გადაღება შემდეგი პროექტების მიხედვით:
1. „დოკუმენტური ფილმის „საქართველოს საგანძურის შეუვალი მცველი“ გადაღება“ – განმახორციელებელი რეჟისორი სპარტაკ ფარჯიანი;
2. „ვინ დაწერა ვეფხისტყაოსანი“ – განმახორციელებელი რეჟისორი ლევან ლომაშვილი;
3. „და ესე გავხდი საბავშვო“ – განმახორციელებელი პროდიუსერი და რეჟისორი დიმიტრი ბუთლიაშვილი;
4. „ვარსკვლავთა ჩრდილში მაღლათა თანა“ (ჯემალ აჯიაშვილის როლი ქართულ ლიტერატურაში)” – განმახორციელებელი პროდიუსერი და რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი;
5. „პრესბიტერი იოანე (დოკუმენტური ფილმი)“ – განმახორციელებელი პროდიუსერი და რეჟისორი ქურციკ (ქუცნა) ამირეჯიბი.
ინფორმაციისთვის: 2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 110 000 ლარი. სამინისტროს 24-მა კონკურსანტმა მომართა. დაფინანსდა ხუთი პროექტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები