სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აფასებს ნიკა გვარამიას პოზიციას, რომ ის შეწყალებას არ ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აფასებს „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას პოზიციას, რომ ის შეწყალებას არ ითხოვს.

მისი თქმით, გვარამიას საქმეზე, „რაც იქნება და როგორც იქნება თავის დროზე“ იტყვის.

„ევროპარლამენტარებს ვუთხარი პირდაპირ, რომ პატარა ქვეყანა, რომ ვართ ეს არ ნიშნავს, რომ ნება აიღონ თავიანთ თავზე და ისეთი გზავნილი იყოს ჩემზე პიროვნულად, რომ მოდით და ვიღაცა შეიწყალეთ. ამის უფლება არავის არ აქვს, არცერთი ქვეყნის მიმართ. იმიტომ, რომ საქართველო არის არანაკლები თანასწორი ქვეყანა და პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არის მისი დისკრეციული უფლება. [ხელმოწერები და თხოვნები] პირიქით მოქმედებს ჩემზე, რადგან ეს უნდა იყოს თავისუფალი გადაწყვეტილება. მე ვაფასებ მის [გვარამიას] პოზიციას. რაც იქნება და როგორც იქნება გეტყვით თავის დროზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები