სალომე ზურაბიშვილი: ნორმალური კომუნიკაცია მაქვს მთავრობის ყველა მინისტრთან, გარდა ერთისა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ნორმალური კომუნიკაცია არ აქვს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი სურვილია, რომ პრემიერთან კარგი კომუნიკაცია ჰქონდეს, თუმცა ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია.

„ძალიან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს მთავრობის ყველა მინისტრთან, გარდა ერთისა. დარწმუნებული ვარ, რომ ვთხოვო მოვიდეს – მოვა. მთავარ მინისტრთან, პრემიერ-მინისტრთან [ირაკლი ღარიბაშვილი] არ მაქვს კომუნიკაცია. მას არ სურს ჩემთან კომუნიკაცია. დემოკრატიულ ქვეყანაში ინსტიტუტებს შორის უნდა იყოს ნორმალური ურთიერთობა. ყოველთვის მზად ვარ შეხვედრისთვის. კომუნიკაცია ჩვენ შორის არ ხდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები