შვეიცარიული ფილმების დღეები თბილისში

2 აპრილს კინოთეატრ „ამირანში” რეტროსპექტული და თანამედროვე შვეიცარიული ფილმების ჩვენება იწყება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, პროგრამა ბოლო 50 წლის განმავლობაში შვეიცარიულ კინოში განვლილ ეტაპებს ასახავს. უმეტეს ფილმებს თავად რეჟისორები წარადგენენ.
კინოჩვენებების სერია გაიხსნება კურატორ  კორინ ზიგრისტ-ობუსიეს ლექციით შვეიცარიული კინოს შესახებ, რომელსაც მოჰყვება შვეიცარიული საკულტო ფილმის – „შვეიცარიელთა მწარმოებლები” ჩვენება .შემდეგ ნაჩვენები იქნება ოლივერ რიჰსის ფილმი: „შტორმი: სანამ არ მოვკვდებით ან გავთავისუფლდებით”.
სეანსის ბოლოს ფილმის რეჟისორთან, ოლივერ რიჰსთან, საუბარს გაუძღვება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძე.
თბილისში წარმოდგენილი პროგრამა მიზნად ისახავს, წარმოადგინოს მცირე ნაწილი შვეიცარიული მხატვრული ფილმების მდიდარი კინოარქივიდან და, ასევე, გადმოსცეს შვეიცარიის ყოველდღიური ცხოვრებისა და ქვეყნის ისტორიის ასპექტებიც.
კინოპროგრამა ხორციელდება „სვის ფილმთან“, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან და კინოთეატრ „ამირანთან“  თანამშრომლობით
Amirani Cinema – https://bit.ly/3lv6jQ3

ფესტივალი www.zuerich-tbilissi.ch
www.georgische-kulturplattform.ch

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები