მამუკა მდინარაძე – ოპოზიციას: გირჩევთ, გერასიმოვის დოქტრინების ნაცვლად, კლასიკოსებს გადახედოთ

კანონები ვერ წაგაკითხეთ საქართველოს პარლამენტში ზოგიერთ თქვენგანს და ამ გერასიმოვის და მისი დოქტრინების კითხვას დაანებეთ თავი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს.
მამუკა მდინარაძემ მანჯგალაძეს ურჩია, გერასიმოვის დოქტრინების ნაცვლად, სხვა რაღაცეები წაიკითხოს.
აქვე, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა სამნიძეს განუმარტა, თუ რას ნიშნავს მეხუთე კოლონა და ურჩია, კლასიკოსებს გადახედოს.
„პაატა მანჯგალაძე არ არის, გადასცემთ ალბათ, გერასიმოვის დოქტრინას, მე არ ვიცოდი საერთოდ და ეს კითხულობს თურმე, უზის და სწავლობს, სხვა რაღაცეები წაიკითხოს. ისევე, როგორც თქვენ, „რესპუბლიკელი“ ბრძანდებით, ქალბატონო ხათუნა, მეხუთე კოლონა ასე ვთქვათ, გააპიარა ჰემინგუეიმ თავისი ნაწარმოებით, სხვათა შორის, რესპუბლიკელების ბრძოლა იყო ჯაშუშების წინააღმდეგ, ხომ ასე იყო, ეს უნდა იცოდეთ. რაც არ უნდა მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს, მეხუთე კოლონა გარე ძალას არცერთ შემთხვევაში რომ არ ეწოდება, ეს ხომ უნდა იცოდეთ, მარტივი ამბავია, მეხუთე კოლონა ვერ იქნება სხვა ქვეყნის, (ვინც არ უნდა იყოს) რომელიმე წარმომადგენელი. მეხუთე კოლონა ნიშნავს იმას, რომ შენთან შიგნით გებრძვის, რომ შენ ამოგატრიალოს, ქაოსი გამოიწვიოს და შენი ქვეყნის საბოტაჟი მოახდინოს. შესაბამისად ამისა, გირჩევთ, გერასიმოვის დოქტრინების ნაცვლად, კლასიკოსებს გადახედოთ, სხვა რაღაცეები წაიკითხოთ. კანონები ვერ წაგაკითხეთ საქართველოს პარლამენტში ზოგიერთ თქვენგანს და ამ გერასიმოვის და მისი დოქტრინების კითხვას დაანებეთ თავი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები