უწმინდესისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

24 მარტს,19:00 საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში ჩატარდება უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტში  მონაწილეობას მიიღებენ:
საპატრიარქოს ანსამბლი „სამება”;
საპატრიარქოს ჩოხოსონთა საზოგადოებასთან არსებული ანსამბლი ,,მარულა”;
ღვინეფაძეების ოჯახური ანსამბლი;
საქართველოს უსინათლოთა კავშირის ვაჟთა ანსამბლი ,,კრწანისი”;
საქართველოს უსინათლოთა კავშირის ქალთა ანსამბლი „ელიო”.
საღამოზე შესრულდება საგალობლები და ხალხური სიმღერები,ასევე საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები წაიკითხავენ ლექსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები