სოზარ სუბარი: დღეს „ნაცმოძრაობის“ მიერ მართულ არხებზე გამოჩნდა ასეთი სათაურები – „ქართული გაზაფხული“, „თბილისური გაზაფხული“ – ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია

დღეს „ნაცმოძრაობის“ მიერ მართულ არხებზე გამოჩნდა ასეთი სათაურებიც – „ქართული გაზაფხული“, „თბილისური გაზაფხული“, ამის სუნი იგრძნეს ევროპელებმა… გივი თარგამაძემ გამოაქვეყნა პარიზის ფოტოები, პოლიციის დამწვარი მანქანები, განადგურებული ქუჩები და დაწერა, რომ ეს არის ნამდვილი ევროპა, ასეთი უნდა იყოს ევროპელი და ქართველი ახალგაზრდობა. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„როდესაც „არაბული გაზაფხული“ ხდებოდა, მე ვიყავი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი და ძალიან ხშირად დავდიოდით ჟენევაში, სადაც ამ ყველაფერს ვსწავლობდით. ტუნისშიც ვარ ნამყოფი და ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რა ხდებოდა. კარგად მახსოვს, როგორი აღტაცებით საუბრობდნენ, რომ დაიწყო დემოკრატიული ცვლილებები არაბულ სამყაროში და 1 წლის მერე როგორი სრულიად საპირისპირო განწყობა იყო, როგორ დაინგრა ეს ქვეყნები… ლიბიასა და სირიაში რამდენი მსხვერპლი მოჰყვა, შედარებით უკეთესი ვითარება არის ტუნისსა და ეგვიპტეში, მაგრამ რამდენი ათეული წლით დაიხიეს უკან ეკონომიკურად. ეს უნდოდა „ნაცმოძრაობას“ და მასთან მიბმულ ქართულ რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს, მაგრამ არ გამოუვიდათ. კანონმა, რომელიც შემოვიტანეთ და აღარ შემოვიტანთ თავიდან, გააკეთა ორი კარგი საქმე. პირველი – მართლა მოხდა იმ ადამიანების ლუსტრაცია, ვისაც ამ კანონის მიღება არ უნდოდათ. როდესაც ოთხ ყველაზე მდიდარ „ენჯეოს“ აქვს წელიწადში გაცილებით უფრო მეტი დაფინანსება, ვიდრე ყველა პოლიტიკურ პარტიას ერთად აღებულს, უკვე ნათელია, რასთან გვაქვს საქმე. მეორე – პარტიებს რომ აქვთ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და კანონის გვერდის ავლით იღებენ ფულს. მთავარი, რაც გამოჩნდა – როგორც ჩანს, იყო ძალიან სერიოზული მზადება საქართველოში რევოლუციური გადატრიალებისთვის. როდის მოხდებოდა ეს, ამის თქმა ძალიან ძნელია. შეიძლება, ამას უმიზნებდნენ შემოდგომაზე, როცა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა. ამისთვის ამზადებდნენ უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილს, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ წევრები არიან – ყველა მებრძოლს არ ვგულისხმობ. ამ კანონპროექტმა შეასრულა გარკვეული ტრიგერის როლი“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები