მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის კარგად ინფორმირება, თუ რას ვაკეთებთ, რა პროცესები მიდის ქვეყანაში
“მნიშვნელოვანია ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის კარგად ინფორმირება, თუ რას ვაკეთებთ, რა პროცესები მიდის ქვეყანაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ვიზიტები ქვეყნისთვის კარგი შესაძლებლობაა.
„კარგად ვაცნობიერებთ, რომ საკმაოდ რთულ პროცესს გავდივართ, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ჯერ კიდევ არის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის კარგად ინფორმირება, თუ რას ვაკეთებთ, რა პროცესები მიდის ქვეყანაში. ამისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, როდესაც ხდება ასეთი დონის ვიზიტები“, – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.