გიული ალასანია: სადაც ჩემი შვილია მოთავსებული, ეს არ არის კლინიკა, ეს არის უშიშროების სამსახური

სადაც ჩემი შვილია მოთავსებული, ეს არ არის კლინიკა, ეს არის უშიშროების სამსახური, სადაც ყველა გადაწყვეტილებას უშიშროება იღებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ციხეში მოწამლეს და შესაბამისად, მისი მხრიდან უნდობლობა საფუძვლიანია.

„თუ ვინმეს რაღაც დონეზე არ დაემორჩილა, ეს არის უნდობლობის გამო. სრულიად საფუძვლიანია მისი მხრიდან ეს უნდობლობა, იმიტომ, რომ ადამიანი ციხეში მოწამლეს და დღემდე ისევ ციხეშია. სადაც ჩემი შვილია მოთავსებული, ეს არ არის კლინიკა, ეს არის უშიშროების სამსახური, სადაც ყველა გადაწყვეტილებას უშიშროება იღებს“, – აღნიშნა ალასანიამ.

ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედი“ აცხადებს, რომ „იძულებული ხდება მიმართოს, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, რათა შეაფასოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები