გურამ მაჭარაშვილი: რას ნიშნავს, პატიმარი სააკაშვილი შეიძლება – შიმშილისგან მოკვდეს? რომ გადაიყვანენ, ჭამას დაიწყებს? თუ ჭამას დაიწყებს, აქ დაიწყოს

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულაცია მიმდინარეობს, თავად სააკაშვილის მხრიდანაც კი”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეზერვად აქვს.

“არ გამოუვიდათ რევოლუციური სცენარები მათ მიერ დარქმეული „რუსული“ კანონის გაპროტესტებიდან გამომდინარე და ახლა ისევ პატიმარ სააკაშვილის [ჯანმრთელობის მდგომარეობა] წამოწიეს. ანუ, პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეზერვად აქვთ. ეს კინო ათჯერ გვაქვს ნანახი. ახლა პოლონელ ექიმებთან [შეხვედრისთვის] ემზადება, რომ მერე იმათმა თქვან, კვდებაო და ა.შ. მანამდე სხვა ექსპერტები იყვნენ. ერთი კითხვა, რომელიც დავსვი და პასუხი არავის გაუცია, იმიტომ, რომ ვერც გასცემდნენ არის ის, რომ რას ნიშნავს, პატიმარი სააკაშვილი შეიძლება, შიმშილისგან მოკვდეს? რომ გადაიყვანენ [უცხოეთის რომელიმე კლინიკაში], ჭამას დაიწყებს? თუ ჭამას დაიწყებს, აქ დაიწყოს“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები