ComCom-მა გურიაში 50-ზე მეტი პედაგოგი მედიაწიგნიერებაში გადაამზადა

მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში, მედიაწიგნიერების ტრენერმა, რუსუდან კარკაძემ, ოზურგეთსა და ჩოხატაურში 50-ზე მეტი პედაგოგი გადაამზადა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მედიაწიგნიერებაში გადამზადებული ბენეფიციარები მე-10 კლასის მოსწავლეებს მედიაწიგნიერების არჩევით საგანს შეასწავლიან, სადაც მოზარდები მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ერთი სემესტრის მანძილზე ისწავლიან.

შეგახსენებთ, რომ „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტს კომუნიკაციების კომისია გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი მიზნად საქართველოს ყველა რეგიონიდან ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები