სახალხო დამცველი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

სახალხო დამცველის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პრეზიდენტმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა. მხარეებმა დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებსა და ინსტიტუციის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სალომე ზურაბიშვილმა სახალხო დამცველს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვითი საქმიანობის წარმართვაში მხარდაჭერა გამოუცხადა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები