აშშ-ის საელჩო: სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოს დემოკრატიის მონაპოვარია
ამერიკის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.
საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოს დემოკრატიის მონაპოვარია და მისი დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია.
“სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოს დემოკრატიის მონაპოვარია. მისი დამოუკიდებლობა არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობისთვის. ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მთელ გუნდს, ისევე, როგორც თითოეულ ადამიანსა და ორგანიზაციას, რომელიც ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს,”- წერია განცხადებაში.