მამუკა მდინარაძე – ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე: საუკუნის ფეიკნარატივი შეიქმნა
საუკუნის ფეიკნარატივი შეიქმნა. როგორ არის რუსული? EPP -სთვის არის ამერიკული, კანადისთვის ამერიკულია, ავსტრალიისთვის, ზელანდიისთვის, ისრაელისთვის ამერიკულია, ბრიტანეთისთვის ამერიკულია და როგორ არის მაინც და მაინც საქართველოში რუსული?, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ე.წ. აგენტების შესახებ გაწვეულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„რუსული კანონი“ – ეს დღის წესრიგი შექმნეს. ეს საუკუნის ფეიკნარატივი შეიქმნა. როგორ არის რუსული? EPP -სთვის არის ამერიკული, კანადისთვის ამერიკულია, ავსტრალიისთვის, ზელანდიისთვის, ისრაელისთვის ამერიკულია, ბრიტანეთისთვის ამერიკულია და როგორ არის მაინც და მაინც საქართველოში [რუსული]? რატომ მოატყუეთ საზოგადოება ამ მწყობრად დალაგებული ნარატივით და თქვენი უკიდურესად ამორალური შეურაცხყოფით საზოგადოების. რატომ გააკეთეთ ეს, რომ ჰკითხო, დღეს აქ რომ იჯდეს [რადიკალური ოპოზიცია] პასუხი უნდა გაგცეს. „არა რუსულ კანონს“ ზომბირებულად ხომ არ გაიმეორებს?! რაღაც პასუხში ხომ უნდა შემოგყვეს და ამ შემოყოლის რესურსი არ აქვს. რა პასუხი უნდა გაგცეს კითხვაზე [რადიკალურმა ოპოზიციამ], რომ EPP თუ არეგისტრირებს როგორ არის რუსული ეს კანონი?! თქვენი პარტნიორი პარტია [ოპოზიციური ტელევიზიის ჟურნალისტს მიმართავს] რომ არეგისტრირებს, იმ კანონზე იძახდით გუშინწინ რუსულია და რა უნდა გვიპასუხონ?! ეს არის სინამდვილეში მათი ბოიკოტირების მიზანი. იქ ხატია დეკანოიძეა გაურკვევლობაში, გაემიჯნა [პარტიას], რომ შევიდეთ, ვინმემ არ დაგვაბრალოს, რომ რეკომენდაციებს არ ვასრულებთო და ამ დროს რეკომენდაციების არშესრულებაში აქვთ უდიდესი როლი. არცერთი რეკომენდაციის შესრულებაში მონაწილეობის მიღება კი არა, ერთი იყო მგონი უბრალოდ გამონაკლისი, არც დასწრებიან საერთოდ“, – განაცხადა მდინარაძემ.