მამუკა მდინარაძე: თუ „ნაცმოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენელი პოზიტიურად იწყებს ფიქრს, მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა, ცოტა ძნელი დასაჯერებელი

“გამიკვირდა, მითხრეს, ხატია დეკანოიძეს უთქვამს, რომ 12 რეკომენდაციაა შესასრულებელი და ჩვენ პარლამენტში უნდა ვისხდეთო. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენელი ასე პოზიტიურად იწყებს ფიქრს, მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა, ცოტა ძნელი  დასაჯერებელი”, – ამის შესახებ
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობა” ქმედებებში არეულია.

„მაგრამ შეუთავსებლობა ბევრია. პირველი, ბოიკოტი და 12 რეკომენდაციის შესრულების მიზანი არის ორი ერთმანეთის მიმართ შეუთავსებელი რამ, მეორე – გინდათ სერიოზული ქცევა მოსთხოვოთ ხაბეიშვილი რომ არის თავმჯდომარე იმ პარტიას და ესეც შეუთავსებელია – სერიოზული ქცევა და ხაბეიშვილი თავმჯდომარედ, ესეც ორი შეუთავსებელი რამეა და მესამე – ისინი არეულები არიან თავის საქციელებში. თუ მათგან ვიღაც მართლა გონს მოვიდა და ამბობს, რომ 12 რეკომენდაციაა შესასრულებელი, დავსხდეთ და რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობა მივიღოთ – ეს პოზიტიური მესიჯია და მივესალმებით. ძალიან გამიკვირდა, მითხრეს, რომ ხატია დეკანოიძეს უთქვამს, რომ 12 რეკომენდაციაა შესასრულებელი და ჩვენ პარლამენტში უნდა ვისხდეთო. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენელი ასე პოზიტიურად იწყებს ფიქრს, მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა, ცოტა ძნელი  დასაჯერებელი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები