მამუკა მდინარაძე: ჩემს 10 წლის შვილთან მილაპარაკია – „რომ გაიზრდები, შენ ჯარში უნდა წახვიდე”
„მილაპარაკია ჩემს 10 წლის შვილთან – „რომ გაიზრდები, შენ ჯარში უნდა წახვიდე“. მართლა ველაპარაკები. ამ დღეებშიც მქონია ლაპარაკი, გულწრფელად გეუბნებით”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თემის პოპულარიზაცია ეროვნულ ემოციებს გააძლიერებს.
“შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა, ეკლესიის შეურაცხყოფის ხარჯზე ჯარს მოარიდოს თავისი თუ სხვისი შვილი, არ მგონია, რომ ეს სწორია. პირიქით, მგონია, რომ ამ თემის პოპულარიზაცია ეროვნულ ინტერესებს, ეროვნულ ემოციებს გააძლიერებს“, – განაცხადა მდინარაძემ.