ვოლსკი – ოპოზიციის ნაწილზე: არა ბოიკოტის, არამედ საბოტაჟის რეჟიმში არიან, მათთვის მთავარი სიტუაციის დესტაბილიზაციაა

არა ბოიკოტის, არამედ საბოტაჟის რეჟიმში არიან, – ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტს.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციას ახლა ევროინტეგრაციის კომიტეტში “ქართული ოცნების” აქტივობების კრიტიკა აქვს განზრახული.

“როგორც კი 12 რეკომენდაციაზე მუშაობა დაიწყო, იმ დღიდან არიან არა ბოიკოტის, არამედ საბოტაჟის რეჟიმში, მანჯგალაძეც და ყველაც. ახლა გადაწყვიტეს მაკა ბოჭორიშვილის კრიტიკაზე გადაიტანონ აქცენტი, საერთოდ “ქართული ოცნების” ევროპის საკითხთა კომიტეტში აქტივობების კრიტიკას შეუდგნენ, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია. ამ ადამიანებს არ აინტერესებთ არანაირი 12 რეკომენდაცია, აქ მათთვის მთავარია პოლარიზაციის რეჟიმის შენარჩუნება, სიტუაციის დესტაბილიზაცია და პოლიტიკური დივიდენდის მიღება, რასაკვირველია მთავარი თემა რჩება ომში ჩართვა, რასაც აღარც მალავენ,”- თქვა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “სტრატეგია აღმაშენებელმა” ბოიკოტი გამოაცხადეს და ამბობენ, რომ მიმდინარე სასესიო კვირაში დაგეგმილი საკითხების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები