ხმაური და დაპირისპირება პლენარულ სხდომაზე – ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ესროლა (ვიდეო)

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირება მოხდა.

სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტარიელ ნაკაიძესა და სოზარ სუბარს შორის საუბარი დაიძაბა და პროცესში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ.
არსებული ინფორმაციით, „ხალხის ძალის“ დეპუტატები მის მოპირდაპირე მხარეს მსხდომ ოპოზიციონერ კოლეგებს ,,ჯაშუშებს,, ეძახდნენ და ვითარების გამწვავებაც ამან გამოიწვია.

სიტყვიერი დაპირისპირების დროს დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ტარიელ ნაკაიძის მიმართულებით ისროლა. სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები