ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა

ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ მიმართა.

ბიურომ ირაკლი კოვზანაძის განცხადება განიხილა და საკითხი ცნობად მიიღო.

ირაკლი კოვზანაძის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მოგვიანებით ცნობად მიიღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც.
ირაკლი კოვზანაძეს პარლამენტის დატოვების თაობაზე ოფიციალურად მიმართული აქვს საპროცედურო საკითხთა კომიტეტისთვის, თუმცა ამის შესახებ განცხადება არც ბიუროს და არც პლენარულ სხდომაზე არ გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები