ამირან შალიკაშვილის უცნობი შემოქმედება პირველად გაცოცხლდება სცენაზე
22 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმანიშვილის სცენაზე, პრემიერა – „ამირან შალიკაშვილის უცნობი შემოქმედება“ გაიმართება.
შალიკაშვილის პანტომიმის თეატრის ინფორმაციით, პირველად დაიწერა სიმღერები ამირან შალიკაშვილის ლექსებზე, ასევე პირველად არტისტები გააცოცხლებენ შალიკაშვილის უცნობ შემოქმედებას და ფინალში წარმოდგენილი იქნება ნაწყვეტი სპექტაკლიდან – „ვეფხისტყაოსანი” ამირან შალიკაშვილის რეჟისურით და მისი მხატვრული კითხვით.
კომპოზიტორი; გოგი ჩლაიძე; მომღერალი; ეკატერინე მდივანი.
ლექსებს კითხულობენ: მაკა შალიკაშვილი, ბექნუ ქაფიანიძე.
არტისტები: ეკა დობორჯგინიძე, გიორგი გურგენიძე, სოფო ლოლაძე, გიორგი ტიელიძე, გიორგი აფშილავა, სალომე ფილიშვილი, ნინო ლორთქიფანიძე, გიგი ლორია, იაკო მიმინოშვილი.
პროექტი ხორციელდება: თბილისის მერიის მხარდაჭერით.