„თუმანიანი და ტფილისი“ – გამოფენა გაიხსნება

23 მარტს, 17:00 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში თბილისელი სომეხი მწერლის, ჰოვანეს თუმანიანის (1869-1923) ხსოვნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა  გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა – „თუმანიანი და ტფილისი“ დამთვალიერებელს წარუდგენს მწერლისა და პოეტის ხელნაწერებს, წიგნებს საქართველოს შესახებ მისი პირადი ბიბლიოთეკიდან, ფოტოსურათებს, „იდუმალ ყუთს“, რომელშიც 100 წლის წინ, პოეტის დაკრძალვამდე, მისი გული ინახებოდა და სხვა ექსპონატებს.
ჰოვანეს თუმანიანის მუზეუმის (ერევანი) მიერ ქართული ლიტერატურის მუზეუმის მხარდაჭერით მომზადებული გამოფენა – „თუმანიანი და ტფილისი“ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზში 13 აპრილამდე გასტანს.

მისამართი: გია ჭანტურიას N8.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები