მიხეილ დაუშვილი: არ უნდა მოვატყუოთ მოქალაქეები და იმედი არ უნდა გავუცრუოთ, ცალკე აღებული ბოიკოტი შედეგების მომტანი არ არის

ჩემი კოლეგები თუ მოხვდნენ და ხედავენ, რომ ცალკე აღებული ბოიკოტი შედეგების მომტანი არ არის, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ საპარლამენტო ბოიკოტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების შესაცვლელად ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული.

„არ მინდა, კოლეგების განსაკუთრებულ კრიტიკაში შევიდე, თუმცა ყველაზე სწორი თანმიმდევრულობაა. არ უნდა მოვატყუოთ მოქალაქეები და იმედი არ უნდა გავუცრუოთ. თუ ვეუბნებით, რომ რაღაც კონკრეტული ფორმაა ყველაზე სწორი, ეს ფორმა უნდა იყოს „ოცნების“ წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტი. რაც უფრო ადრე მიიღებენ ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილებას, მით უფრო კარგი იქნება საპარლამენტო ცხოვრებისა და საქმიანობისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რაღაც ცალკე აღებული ინსტრუმენტებით ვებრძოლოთ „ოცნებას“. ჩვენი მოვალეობაა, ყველა ბერკეტი და საშუალება გამოვიყენოთ ხელისუფლების შესაცვლელად“,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ცნობისთვის, დღეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ბოიკოტის გადახედვის საკითხი დააყენოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები