„მე განსვლა“ – ქეთი ბენაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
21 მარტს, 16:00 საათზე, N9 Gallery-ში ქეთი ბენაშვილის პერსონალური გამოფენა – „მე განსვლა“ გაიხსნება.
ელენე კავთელაძე: „მე-დან იწყება აღქმა…მე ფორმით ვიწყებთ სამყაროს შეცნობას, საკუთარ თავთან გვიწევს ომი და ბრძოლაში იმარჯვებს ისევ მე… „მე განსვლა“ – ქეთი ბენაშვილის ავტობიოგრაფიული გამოფენაა, რომელიც ისეთ შრეებში გვამოგზაურებს, რომელსაც ზედაპირზე გარემო ფილტრავს, ფანტავს და არ აჩენს. სამი წლის განმავლობაში შექმნილი ორი სერია „შრეები” და „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება” მთლიანად ასახავს რადიკალურად განსხვავებულ ქეთი ბენაშვილის მიკროსამყაროს.