ირაკლი კობახიძე – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებულ კრიტიკას, მხედველობაში მივიღებთ

რა თქმა უნდა, ყურადღებით გავეცნობით ანგარიშს, სადაც იქნება ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა, რა თქმა უნდა მხედველობაში მივიღებთ. შეიძლება იყოს ისეთი კრიტიკა, რომელიც არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს, ამაზეც, რა თქმა უნდა, გვექნება შესაბამისი რეაქცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის გაცნობა ვერ მოვახერხე, თუმცა ვნახე რამდენიმე სათაური. რა თქმა უნდა, ყურადღებით გავეცნობით ანგარიშს, სადაც იქნება ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა, რა თქმა უნდა მხედველობაში მივიღებთ. შეიძლება იყოს ისეთი კრიტიკა, რომელიც არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს, ამაზეც, რა თქმა უნდა, გვექნება შესაბამისი რეაქცია.
არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ კონკრეტული ორგანიზაციები არიან უცხოური გავლენის აგენტები. აქ ჩვენ ერთ სუბიექტთან გვაქვს საქმე. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რას ამბობენ „ენჯეოები“. ეს პრაქტიკულად ერთი და იგივეა. აქედან გამომდინარე, გამიჯვნა შეუძლებელია ამ ორ განცხადებას შორის, ორი მიმართულების განცხადებას შორის. ჩვენთვის მთავარია, როდესაც გარკვეული კრიტიკული შენიშვნები გვესმის, მთავარია ობიექტურ გარემოებებზე იყოს დაფუძნებული. თუ იქნება ობიექტური კრიტიკა, რა თქმა უნდა, მხედველობაში მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები