ირაკლი კობახიძე: “ბოლშევიკური ტროიკა“ დადის ევროკავშირის დერეფნებში და აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ

“ბოლშევიკური ტროიკა“ დადის ევროკავშირის დერეფნებში და აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერებთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, ისინი ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში არიან ჩართული.

„ეს არის ერთგვარი „ბოლშევიკური ტროიკა“, მათ ძალიან უხდებათ ეს სახელი. ისინი ვერც მალავენ, რომ აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის წინააღმდეგ. ევროკავშირის დერეფნებში დადიან და აწარმოებენ კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა და ისინი პირდაპირ არღვევენ კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომლის მიხედვით, თითოეული დეპუტატი უნდა იყოს პასუხისმგებელი ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმაზე. ამ პირობებში პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას სტატუსის წინააღმდეგ, ადრე აწარმოებდნენ აგიტაციას ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი აჩვენებს მათ დამოკიდებულებას საკუთარი სახელმწიფოს, ქვეყნის მიმართ. ისინი პირდაპირ არიან ჩართული ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში, რომლის მიზანია, საქართველომ არ მიიღოს სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები