გიორგი ვოლსკი: თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს

თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები ძალიან მალე მოვა და 2024 წელს ჩატარდება.

როგორც მან თქვა, პოლიტიკურ თამაშებს ყურადღება არ უნდა მიექცეს.

„მიღებულია რევოლუციური მნიშვნელობის გადაწყვეტილება, რადგან არჩევნები ელექტრონული სისტემით და პროპორციული წესით ჩატარდება. ზოგიერთს არ მოსწონს და იმის გამო იძაბება, რომ ეს სისტემა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. ექსტრემისტმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა განხილვაში მონაწილეობა არ მიიღეს, მათ შორის არც კონსტიტუციის განხილვაში. ეს არის პოლიტიკური თამაშები, რომელსაც ყურადღება არ უნდა მივაქციოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები