გიორგი ვოლსკი: ვინმეს თუ საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს

მმართველი გუნდის წევრის გიორგი ვოლსკის განაცხადებით, ვინმეს თუ საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს.

„რევოლუციური მნიშვნელობის გადაწყვეტილება არის მიღებული, რადგან არჩევნები ჩატარდება ელექტრონული სისტემით და პროპორციული წესით. თუ ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდნენ, თუმცა სამწუხაროდ, ამ ფაქტებს ადგილი აქვს. ზოგიერთს არ მოსწონს და იძაბება, რომ ეს სისტემა „ქართულმა ოცნებამ“ შემოიღო. ექსტრემისტმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ამის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღეს. მათ შორის არც კონსტიტუციის განხილვაში. ეს არის პოლიტიკური თამაშები, რომელსაც ყურადღება არ უნდა მივაქციოთ – არჩევნები პროპორციული სისტემით და ელექტრონული მეთოდის გამოყენებით ჩატარდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები