გიორგი ვოლსკი: აუცილებელია, არასამთავრობოებმა, არასამეწარმეო იურიდიულმა პირებმა, კომერციულმა ორგანიზაციებმა დაფინანსების წყარო და მიზნები გამოაქვეყნონ, როცა თანხას იყენებენ

“აუცილებელია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, არასამეწარმეო იურიდიულმა პირებმა, კომერციულმა ორგანიზაციებმა თავიანთი დაფინანსების წყარო და მიზნები გამოაქვეყნონ, როცა ამ თანხას იყენებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება.

„გამჭვირვალობის საკითხზე გარკვეული დამოკიდებულება არსებობს და ჩვენ არ უნდა გვქონდეს განსხვავებული პოზიცია ევროკავშირის ქვეყნებისგან, მაგრამ ვინაიდან ამ თემამ სერიოზული დაძაბულობა გამოიწვია, კანონპროექტები უკან გავიწვიეთ, მაგრამ აუცილებელია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, არასამეწარმეო იურიდიულმა პირებმა, კომერციულმა ორგანიზაციებმა თავიანთი დაფინანსების წყარო და მიზნები გამოაქვეყნონ, როცა ამ თანხას იყენებენ. ეს იქნება საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაცია და ეს ღია უნდა იყოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები