უკრაინელმა სამხედროებმა ანექსირებულ ყირიმში ფრთოსანი რაკეტები – “კალიბრი” გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთით მდებარე ჯანკოიში აფეთქების შედეგად რუსული ფრთოსანი რაკეტები – “კალიბრი-KN” განადგურდა.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაკეტების განადგურება რკინიგზით მათი ტრანსპორტირების დროს მოხდა.​

თავის მხრივ, ქალაქის იერიშის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იგორ ივინი ადასტურებს და ამბობს, რომ გვიან ღამით ქალაქი დრონებით დაიბომბა.

​მისი ინფორმაციით, დაშავდა 33 წლის მამაკაცი. ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ივინის თქმითვე, იერიშის შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს, სკოლას და სასურსათო მაღაზიას, დაზიანდა ელექტროქსელები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები