“ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის” პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების, ევროსტანდარტების შესაბამისი ობიექტი მოეწყობა, რომლის მშენებლობა „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის“ პროექტის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტშია (სოფელ მუხიანის მიმდებარედ) დაგეგმილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ ობიექტზე გამოყენებული იქნება ნაჟური წყლის გამწმენდი მაღალტექნოლოგიური „რევერსული ოსმოსის“ სისტემა, ასევე, სათბური აირების შეკრებისა და დამუშავების თანამედროვე სისტემები; ობიექტზე ნარჩენების განთავსების უჯრედები მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

„პროექტი ასევე ითვალისწინებს ნარჩენების გადამტვირთავი 6 სადგურის მოწყობას და მათ სათანადოდ აღჭურვას. აღნიშნული სისტემა სრულიად ჩაანაცვლებს ძველ, არსებული ნაგავსაყრელებს, რომლებიც ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისდ დახურვა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა იმერეთის მხარის რწმუნებულ, ზვიად შალამბერიძესთან და წყალტუბოს მერ გენადი ბალანჩივაძესთან პროექტის მიმდინარეობისა და დაგეგმილი აქტივობების განხორციელების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა; სადაც გიორგი შუხოშვილმა შეხვედრის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია პროექტის როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე გარემოსდაცვით მიმართულებებზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელ მოსამზადებელ სამუშაოებზე.

აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს იმერეთის რეგიონში ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვასა და ეკოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის (EU NIF) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიის საქართველოსთან ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები