„რას მალავენ ქალები” – სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

24 და 25 მარტს, 20:00 საათზე, ქალაქის თეატრში პრემიერაა სპექტაკლისა – „რას მალავენ ქალები”.
ორი სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი ქალი ღამის სამ საათზე ერთმანეთს სამრეცხაოში ხვდება, სადაც ადმინისტრატორის გარდა, რომელსაც სძინავს, არავინაა. მათ თითქოს საერთო არაფერი აქვთ. მაგრამ სანამ სარეცხი გაირეცხება, ალბერტა და დიდი ბევრ საერთოს იპოვიან…
სპექტაკლის რეჟისორია – კოკო როინიშვილი;
მონაწილეობენ: ანი იმნაძე, ეთო ალექსაშვილი;
მხატვრები – სამხატვრო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტები: სანდრო მარგველაშვილი, ნუცა კერესელიძე, მარიამ კალატოზიშვილი, გვანცა ჯავახიშვილი, ელენე რაჭველიშვილი;
ქორეოგრაფი – თინათინ წულაძე; მუსიკალური გამფორმებელი- ზურაბ გაგლოშვილი.
ფოტო: მარინა კარპი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები