20 მარტი თემურ ბაბლუანის დაბადების დღეა

20 მარტი კინორეჟისორის და მსახიობის, თემურ ბაბლუანის დაბადების დღეა.
თეიმურაზ ბაბლუანი  1948 წლის 20 მარტს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურში დაიბადა.
1979 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძის სახელოსნო).
როგორც კინომსახიობმა, შეასრულა: მალხაზის („ღიმილის ბიჭები“, 1969), არწივის მომთვინიერებლის („მშობლიურო ჩემო მიწავ“, 1980), მურტალოს (სატელევიზიო ფილმი „კუკარაჩა“) როლები. თავისივე სცენარით გადაიღო მხატვრული ფილმები:
„მოტაცება“ (1975), „ბეღურების გადაფრენა“ (1979; სპეციალური პრიზი კიევის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა XI საკავშირო კინოფესტივალზე, 1980);  „ძმა“ (1981; პრიზი და დიპლომი ტალინის XV საკავშირო კინოფესტივალზე. 1982);
„უძინართა მზე“ (1990; მთავარი პრიზი სოჭში კინოფესტივალზე („კინოტავარ-92“); „გრან-პრი“ მოსკოვის ფესტივალზე („ინტერფესტ-92“); მთავარი პრიზი და დიპლომი თბილისში ქართული ფილმების I რესპუბლიკურ კინოფესტივალზე („ოქროს არწივი“) – სამივე 1992;
„ვერცხლის დათვი“ ბერლინის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე (1993); რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1995).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები