დავით კაჭარავა: საზოგადოებას ვაძლევთ შანსს, რომ ყველაფერი კონკრეტული ფაქტებით დაინახოს

“ჩვენ გვინდა, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რათა ინფორმაციით იყოს აღჭურვილი, ანალიზი თავად გააკეთოს და თავად მიხვდეს, თუ საით გვექაჩებიან”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, დავით კაჭარავამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ხალხის ძალა” საზოგადოებას აძლევს შანსს, რომ ნახოს თუ როგორ მოქმედებს “ომის პარტია”.

„ხალხის ძალის“ განცხადებაში პირდაპირ ფაქტებია მოყვანილი. ჩვენ გვინდა, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რათა ინფორმაციით იყოს აღჭურვილი, ანალიზი თავად გააკეთოს და თავად მიხვდეს, თუ საით გვექაჩებიან. შეუძლებელია, თან პოლარიზაციის დასრულებისკენ მოგვიწოდებდნენ და თან, ყველაზე რადიკალურ ძალებს („დროა“, „სირცხვილია“ და ა.შ.) აფინანსებდნენ.

ასევე, შეუძლებელია, ევროსაბჭო სამ ქვეყანას შორის უმაღლეს შეფასებას გაძლევდეს და, მეორე მხრივ, ასე უსამართლოდ არ გაძლევდნენ სტატუსს, მაშინ, როცა ეს სტატუსი მისცეს მოლდოვას, რომელიც დსთ-შიც კია. აქედან გამომდინარე, ჩვენ საზოგადოებას ვაძლევთ შანსს, რათა ეს ყველაფერი კონკრეტული ფაქტებით დაინახოს და გააანალიზოს, თუ როგორ მოქმედებს ომის პარტია“, – განაცხადა კაჭარავამ.

ცნობისთვის, “ხალხის ძალამ” დღეს მორიგი განცხადება გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები