“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.
“ბიზნესის რეკეტით, ჯარის გაძარცვითა და საერთაშორისო თაღლითობით გამდიდრებული კეზერაშვილის ტელევიზიამ გუშინ გაავრცელა სამარცხვინო ფეიკებით გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება, რომელიც საქართველოში ვერასოდეს გაიმარჯვებს”, – წერს კობახიძე.