20 მარტი ოთარ ჭილაძის დაბადების დღეა

90 წლის წინათ, 1933 წლის 20 მარტს, დაიბადა: პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი ოთარ ჭილაძე
ამ დღესთან დაკავშირებით ეროვნული არქივი პოეტის 1970 წელს გადაღებულ პორტრეტს აქვეყნებს.
ოთარ ჭილაძე – ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი და დრამატურგი. რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, (1983), საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (1997), საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
1998 წელს, ჭილაძე ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს ხუთ სხვა მწერალთან ერთად.
ოთარ ჭილაძე გარდაიცვალა 2009 წლის 1 ოქტომბერს. დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები