ოთარ შამუგია, კატარში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობისა და გამწვანების უმსხვილესი კომპანიის – Al Sulaiteen Group თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობისა და გამწვანების მიმართულებით ყველაზე მსხვილი კატარული კომპანიის – Al Sulaiteen Group თავმჯდომარეს, აბდულა სალემ ალ სულაითინს შეხვდა და აღნიშნული ჰოლდინგის სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.

შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ტენდენციები და პროექტები გააცნო.

საუბარი შეეხო საინვესტიციო პროექტს „იმერეთის აგროზონა“. მხარეებს შორის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყურის ქვეყნებს და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი არსებობს. კომპანია Al Sulaiteen Group-ი 2001 წლიდან ოპერირებს, ცოცხალი ხილის, ბოსტნეულის და ყვავილების ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მიმართულებით მსხვილ პროექტებს ახორციელებს და უმსხვილეს მარკეტებთან და ფონდებთან, მათ შორის, Lulu-ს ჰიპერმარკეტების ქსელთან და კატარის ფონდთან თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები