იაგო ხვიჩია: ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა წარმატებული მერაბიშვილის აქცია – როგორც წესი, ამ ქვეყანაში პოლიტიკოსები აქციის დამშლელად გამოიყენებიან

“ვანო მერაბიშვილის გააქტიურება, სავარაუდოდ, მის პოლიტიკაში მოსვლას უკავშირდება – საქართველოში რომ არ აქტიურობს და სხვა ქვეყნიდან აქტიურობს, ეს არის ცოტა ისეთი, თორემ დანარჩენი ძალიან ბუნებრივია”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ “პირველ არხს” განუცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა მერაბიშვილის აქცია წარმატებული.

„პირიქით, საქართველოში რომ არ აქტიურობს და სხვა ქვეყნიდან აქტიურობს, ეს არის ცოტა ისეთი, თორემ დანარჩენი ძალიან ბუნებრივია. ადამიანი თუ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, საჯარო სივრცეში უნდა იაქტიუროს, აბა, რა უნდა ქნას. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა წარმატებული მერაბიშვილის აქცია. ზოგადად, ჩემი პოზიცია მაქვს, რომ როგორც წესი, ამ ქვეყანაში პოლიტიკოსები აქციის დამშლელად გამოიყენებიან. პირველ რიგში, ყველა პოლიტიკოსს ვუსურვებდი, რომ არ იქნეს გამოყენებული აქციების დამშლელად, თორემ პარტიული აქციების ნაკლებად მჯერა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ რამდენიმე თვეში ქუჩაში რეალური პროტესტი დაიწყება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები