იმსჯელეს ანალიტიკოსებმა და თქვეს, რომ საქართველო თავისი სასამართლოთი, მთავრობით და სხვა სისტემებით, უსწრებს ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ასე რომ, ამით ყველაფერი ნათქვამია, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე The Heritage Foundation-ისა და ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის საერთაშორისო რეიტინგებს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული რეიტინგები აჩვენებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერი და გამჭვირვალეა.
„ხაზგასასმელია, რომ მართლმსაჯულების ეფექტიანობის მხრივ, საშუალო მსოფლიო მონაცემებზე უფრო მაღალი შედეგი გვაქვს და ასევე მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორში გვაქვს მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე მაღალი მაჩვენებელი. ეს აჩვენებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არის საკმაოდ ძლიერი, გამჭვირვალე და ეფექტიანი, იმისთვის რომ მართოს ეკონომიკური პროცესები და იმისთვის რომ ეკონომიკურ აქტორებს მათთვის ხელსაყრელი გარემო შესთავაზოს. ამ გარემოში შედის როგორც კანონების სამართლებრივი ჩარჩო, ისე სასამართლო სისტემა, დაბეგვრის სისტემა, ანტიკორუფციული საკითხები და ა.შ. ამ ყველაფერზე იმსჯელეს ანალიტიკოსებმა და თქვეს, რომ საქართველო თავისი სასამართლოთი, მთავრობით და სხვა სისტემებით, უსწრებს ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ასე რომ, ამით ყველაფერი ნათქვამია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.