ოთარ ჭილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

21 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში  ოთარ ჭილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს დიდ ქართველ მწერალსა და პოეტს ოთარ ჭილაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა კუცია ისაუბრებს მწერლის შემოქმედების შესახებ.
საღამო იმართება ოთარ ჭილაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია „აველუმის” მიერ.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები